მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები დროებით, 15:00 საათიდან სამუშაო დღის ბოლომდე, ვერ შეძლებენ სააგენტოს სერვისებით სარგებლობას, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები მომსახურების სააგენტოს მომსახურებას ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ შეძლებენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები დროებით, 15:00 საათიდან სამუშაო დღის ბოლომდე, ვერ შეძლებენ სააგენტოს სერვისებით სარგებლობას“, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











