მონდომებულები ვართ, რომ რეალურად ავხსნათ მდგომარეობა და მივაწოდოთ პარტნიორებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მან დემონსტრაციულად სახელმწიფო გამოიწვია, როდესაც სამაჯური გადააგდო.
„მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდება რამდენიმე დებულება, მათ შორის, ის რომ პატიმრობის თავიდან აცილებისთვის ხელისუფლებამ მისცა ყველა შესაძლებლობა, ასევე პროკურატურამ, პარლამენტმა, სასამართლომ. მან შეგნებულად ხელი შეუშალა არდაპატიმრებას, “- განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.










