კომპანია Ubisoft-ში, მონრეალში მძევლები აიყვანეს. პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ინფორმაციას Global News-ი ავრცელებს.
შენობა მაილ-ლენდის რაიონში მდებარეობს. ის ამ წუთებში სამართალდამცველების ჯაჭვშია მოქცეული.
„სპეცოპერაცია სენ-ლორანის და სენ-ვიატორის კუთხეში ტარდება. პოლიცია ამ წუთებში ამოწმებს ინფორმაციას, დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით“ – აცხადებენ სამართალდამცველები
Здание находится в районе Майл-Энд, его оцепили Twitter-ზე.
TVA Nouvelles-ის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ოფისში შეაღწიეს და მძევლად რამდენიმე ათეული ადამიანი აიყვანეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომპანია Ubisoft კომპიუტერული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.
Breaking: A police operation is underway in Montreal, Canada.
Journal de Montreal is reporting that a possible hostage situation involving dozens of people is ongoing in the Ubisoft building. pic.twitter.com/qdxNRoTP3C— PM Breaking News (@PMBreakingNews) November 13, 2020











