შეერთებულ შტატებში ადამიანები კოვიდ ტესტის გაკეთებას დამოუკიდებლად, სახლის პირობებში შეძლებენ.
კოვიდის ახალი სწრაფი ტესტის გამოყენების ნებართვა შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გასცა.
მისი საშუალებით ადამიანები კოვიდ ტესტის გაკეთებას, დამოუკიდებლად, სახლის პირობებში შეძლებენ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ანტიგენთან შედარებით ეს მეთოდოლოგია 50-60-ჯერ უფრო ზუსტი იქნება. სიზუსტობა კი 94-დან 98%-მდე აქვს.
„30 წუთი დასჭირდება და ადამიანი ფერის მიხედვით მიხვდება მისი პასუხი პოზიტივია თუ ნეგატივი. სავარაუდოდ საქართველოში ხელმისაწვდომი დიდიხანს არ იქნება, თუ კერძო კომპანიები არ გამოიჩენენ ინიციატივას. ერთი ტესტის ღირებულება საშუალოდ 50$ იქნება!“, – ამბობს კულუმბეგოვი.











