მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც უკვე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი სამართალდამცავებმა გუშინ, მცხეთაში დააკავეს.
მერაბ ბესელია, ამ დროისთვის, ზაჰესის იზოლატორში იმყოფება.











