ეკონომიკის მინისტრიs, ნათია თურნავას განცხადებით, ოპოზიცია მარცხდება და რევოლუციურ, ძალადობრივ სცენარზე ფიქრობს, რასაც მისი გუნდი აღკვეთავს.
„რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მათ პრაქტიკულად სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის. აქედან გამომდინარე არის ეს მზადება, რაც იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან. ყოვლად მიუღებელია, მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუცია,“-განაცხადა თურნავამ.











