„მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, რო შემდეგ ამით მოხდეს მანიპულირება, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მართვას“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„გუშინდელ მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მონაცემები შემცირდა, კი არ გაიზარდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, რო შემდეგ ამით მოხდეს მანიპულირება, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მართვას.
ეს არის მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობს. აქედან გამომაქვს დასკვნა. როცა აქვეყნებ ოპტიმისტურ ინფორმაციას და ამაზე მოდის უკმაყოფილება, ეს ნიშნავს, რომ ეს პოზიტიური ინფორმაცია ადამიანებს ხელს არ აძლევს. საბედნიეროდ ეს არის მოსახლეობის მცირე ნაწილი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.