fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი სამარცხვინო იქნება მის პრაქტიკაში – შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი

17:50 მარტი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
809
ნახვა

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ამბობს, რომ ეს მოსამართლის პრაქტიკაში ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო.

როგორც ადვოკატი ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლე ბიძინა სტურუა უზენაეს სასამართლოში ვიხილოთ.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ბატონი სტურუას ყველაზე არაკანონიერი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ არც ერთი მტკიცებულება ამას არ ადასტურებს, რაც ჩვენ გამოგვიცხადა დღეს სასამართლომ. შესაძლებელია ვიფიქროთ ის, რომ ეს არის ერთგვარი გარანტია იმის, რომ ბატონი სტურუა ხვალ და ზეგ ვიხილოთ უზენაეს სასამართლოში და ზუსტად ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი და ზუსტად ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ეს საქმე დაეწერა თვითონ.

სანამ დაიწყებოდა საქმის არსებითი განხილვა, მანამდე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. სწორედ ეს არის ერთგვარი გზა, რომ მან მიაღწია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობამდე. ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც სასამართლო პროცესი ჩაინიშნა პარასკევ დღეს, ხუთშაბათ დღეს დაცვის მხარემ განაცხადა, რომ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და ჩვენ, პარასკევ დილას იუსტიციის საბჭოში ბატონი სტურუა ვიხილეთ როგორც ერთ-ერთი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის. ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი სამარცხვინო იქნება მის პრაქტიკაში და აუცილებლად, ბატონი სტურუას გვარი გაიჟღერებს სტრასბურგის და ევროპის სასამართლოში, რომ არარსებული მტკიცებულებების ფონზე მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი“,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ბიძინა სტურუამ განაჩენი რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ორი ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

თეგები: გიორგი შაქარაშვილის საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ივნისი 19, 2021
804
სამართალი

ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი

აპრილი 7, 2021
1k
მთავარი ამბავი

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო

მარტი 26, 2021
961

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია