მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იულია ნავალნაია მეუღლის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაში მონაწილეობის მისაღებად მივიდა, როდესაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
აქცია ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის ათეულობით ქალაქში იმართება.
მოსკოვში დაკავებულია 350-მდე მომიტინგე. რუსეთის მასშტაბით კი, 800-ზე მეტი დემონსტრანტი.











