აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, კორონავირუსის ყველა პოტენციური ვაქცინა, მოწყვლად ჯგუფში მყოფი ამერიკელებისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Thehill-ი ავრცელებს.
„მოწყვლად ჯგუფში მყოფი ამერიკელებისთვის, ვისაც ვაქცინის შეძენა არ შეუძლია და სჭირდება, კორონავირუსის ვაქცინა უფასო იქნება“,- განუცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის სამი ვაქცინა ტესტირების საბოლოო ფაზაზე გადავიდა. ზაფხულის განმავლობაში აშშ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინების კვლევის მესამე ფაზას დააფინანსებს
ასევე, გუშინ ცნობილი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგები, რომელთა მიხედვითაც დექსამეტაზონმა ახალი კორონავირუსის მძიმე ფორმების მქონე ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა. ჟანგბადდამოკიდებულებში კი ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდპაციენტების დექსამეტაზონით მკურნალობის ეფექტურობაზე ჩატარებულ კვლევას „მშვენიერი ამბავი“ უწოდა.











