“ლილო მოლის” დირექტორი, გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად დამწვარი მაღაზიები დაზღვეულია და მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.
“ხელშეკრულების შესაბამისად ანაზღაურდება. მინიმალურზე ყველა დაზღვეულია, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის. რაც შეეხება დანარჩენს, ყველა თვითონ საზღვრავს და იმის მიხედვით.
გუშინ ყველა მოსული იყო. ასუფთავებდნენ. ალბათ, დარჩა რამე ჩართული. გუშინ პირველად ჩავრთეთ დენი მთელ ბაზრობაზე, გაიტესტა, საღამოს გამოვრთეთ და დილით ისე ჩავრთეთ”,- განაცხადა კვარაცხელიამ.










