მე მოვდივარ, რომ თვალებში ჩაგხედოთ, თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელშიც ის სიუნიქის პროვინციის მოსახლეობას მიმართავს.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„მე ეს გადაწყვეტილება სიუნიქის მოსახლეობის მიმართ პატივისცემისა და დაფასების გამოსახატად მივიღე. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ჩაგხედოთ თვალებში და თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო,“- აცხადებს ფაშინიანი.
ცნობისთვის, სიუნიქის პროვინციაში მოსახლეობის ნაწილი ერევან-გორისის გზის მონაკვეთზე შეიკრიბა. ისინი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დაგეგმილ ვიზიტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ფაშინიანს სიუნიქში არ შეუშვებენ.











