„მე მქონდა კონსულტაცია ჩვენს ოფისში გამაგრებულ ჩემს მეგობრებთან თბილისში და მხარს ვუჭერ მათ ინიციატივას, რომ მოიწვიონ ოფისში უცხოური საელჩოების დიპლომატები და ასევე ჟურნალისტები, რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი იარაღი ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ არსებობს და არავინ არ ემზადება რაიმე სახის პროვოკაციებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მხოლოდ შიშველი ხელებით იცავენ თავიანთი პარტიის თავჯდომარეს და საკუთარ ოფისს და რომ ყველანაირი შემდგომი სპეკულაცია ამ თემაზე უნდა იყოს წინასწარვე გამორიცხული. რათა ასევე მოვუსპოთ შესაძლებლობა უზურპატორ და პროვოკატორ მთავრობას – პროვოკაციის მოწყობის, ჩადებული იარაღის ან რამე სხვა საბრძოლო მასალის გამოყენების“, – წერს სააკაშვილი.











