fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად – მეთიუ ბრაიზა 

09:30 მარტი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
855
ნახვა

„ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ. ჩვენ შეგვიძლია დახმარება საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევასა და არსებული კრიზისის დეესკალაციაში“,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციის დროს გააკეთა.

მეთიუ ბრაიზა საქართველოში შარლ მიშელის წარმომადგენლის ვიზიტს მიესალმება.

„ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა საქართველოში მედიატორად ფანტასტიურია. პრეზიდენტ მიშელი ვიზიტიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის 6-პუნქტის შემუშავება, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი ძალა მოილაპარაკებენ. კრისტიან დანიელსონი არის ხისტი, სამართლიანი და ინტერესიანი დიპლომატი. მას ნამდვილად აღელვებს ის საკითხები, რაზეც მუშაობს. ჩემი აზრით, ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რომ უფსკრულის პირზე მყოფი ორივე მხარე მოლაპარაკებები მაგიდასთან დააბრუნო“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მეთიუ ბრაიზა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებასაც გამოეხმაურა.

„რაც მთავრობამ გააკეთა, ვგულისხმობ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის დაკავებას, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ის უნდა გათავისუფლდეს და ასეთი ქცევა უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები გაგრძელდეს. ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ, შემდეგია: ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ უნდა იყოს ასეთი – მიუხედავად იმის, რომ ჩვენ საქართველოთი კვლავ აღტაცებული ვართ და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ვფიქრობ, საქართველო ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან ის უკვე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ. ოპოზიციაში ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია და ცხრა მთას გადაივლიან ოპოზიციის გადასარჩენად. რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ. ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამას ძალიან კარგად ახერხებენ. ისინი აქტიურები არიან და ცდილობენ, შეთანხმებას მიაღწიონ წინ წასაწევად, მათ შორის საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ექვსპუნქტიანი გეგმა ფარავს. თუმცა, ეუთო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა თქვეს, რომ არჩევნები იყო ხარვეზებით, მაგრამ ფუნდამენტურად კონკურენტული და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. ცუდია თუ კარგი გადაწყვეტილება, ეს უკვე მომხდარი ფაქტია“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა მოძებნოს გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა მუშაობა გაგრძელდეს.

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა წინ წასაწევი გზა მოიძებნოს და მუშაობა გაგრძელდეს. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა. ამას გირჩევთ, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ამას, რომ ოპოზიციის ხელში ინსტრუმენტად ვიქცეთ, იმ შემთხვევაში კი, როდესაც ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს დემოკრატიას და ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

თეგები: მეთიუ ბრაიზა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩვენ პირველად ვნახავთ მესამე ვადით დარჩენილ მთავრობას, ან ვიხილავთ კოალიციურ მმართველობას – მეთიუ ბრაიზა

ნოემბერი 1, 2020
827

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია