fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოვუწოდებ ყველა დედას, არ დავუშვათ ეს უმსგავსობა – ია მეტრეველი შაქარაშვილის საქმეზე

21:08 ივლისი 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.7k
ნახვა

ია მეტრეველი, გულიკო გამცემლიძე, ჯამბულ გამცემლიძე, მანანა ვაზაგაშვილი, თამაზ მოლაშვილი, ლია კრიალაშვილი და გოგი ენუქიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებენ.

„გვსურს ბოლო დროს განვითარებულ სრულიად შოკისმომგვრელ და ამორალურ მოვლენებს გამოვეხმაუროთ, რომელიც უდიდესი ტრაგედიის ირგვლივ მიმდინარეობს, ტრაგედიის, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, უცოდველი ბიჭის სიკვდილმა გამოიწვია, გული ატკინა თითოეულ ადამიანს და დაზაფრა მთელი საზოგადოება.

ჩვენთვის, წერილის ავტორებისთვის, ეს გრძნობა, სამწუხაროდ, ძალიან კარგად ნაცნობია, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც შენი გაჩენილი სიცოცხლე, შენი ცხოვრების საზრისი კვდება.

დღეს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სწორედ ამ უმძიმეს ემოციებშია და ამ ფონზე, სრულიად შოკისმომგვრელია იმ ეგრედწოდებულ მედიასაშუალების ქმედებები, რომლებიც რევანშმოწყურებული დამნაშავე რეჟიმის არქიტექტორებს ეკუთვნით.

სამწუხაროდ, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ გვანახა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ისეთი პერსონები, რომელთათვის სიცოცხლე, ოჯახი და ელემენტარული მორალი ღირებულებას არ წარმოადგენს, თუმცა კიდევ უფრო მეტად შემაძრწუნებელია, როდესაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახისგან ეს პერსონები პოლიტიკურ დღის წესრიგში ხელშეწყობას ითხოვენ და ამ სიბინძურეში არმონაწილეობის, საკუთარი შვილის ტრაგედიის , მათ საჯიჯგნად არქცევის გამო, ოჯახს წარმოუდგენელ სიბინძურეებს აბრალებენ და თანადგომის ნაცვლად, ოჯახის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებით არიან დაკავებულნი. ამ არსებებს რა სახელი შეიძლება ვუწოდოთ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ამ ჯგუფის მანიაკალურ ამორალობას, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნებით თუ უნებლიედ იზიარებს. ეს არის პირდაპირი სიმპტომი, რომ ჩვენს საზოგადოებაში რაღაც წესრიგში არ არის, რომ მოვწყდით რეალობას და ვკარგავთ მორალურ საყრდენს.

ჩვენ ვერ ვიქნებით მართლები საკუთარ თავთან, ვერ ვიქნებით მართლები ჩვენი შვილების სულებთან, ვერ ვიქნებით მართლები ჩვენს მომავალთან, თუ ვიღაც ნაძირლებს, უფლება მივეცით ასეთი შოკისმომგვრელი უცენზურობით მოეპყროს ოჯახს, რომელმაც 19 წლის, უცოდველი ბავშვი გაასვენა სახლიდან.

მოგმართავთ მშობლები, რომლებსაც იმ რეჟიმმა დაგვიხოცა შვილები, რომელსაც დღეს ტელეწამყვანად და ტელეგამომძიებლად ტრანსფორმირებული პროკურორ-ჟურნალისტი წარმოადგენს. ის ჟურნალისტი და ჟურნალისტები, რომლებიც დღეს იარაღით ვეღარ კლავენ ჩვენს შვილებს, რომლებიც სახელისუფლებო ბერკეტებით ვეღარ ებრძვიან ირინა ენუქიძეს, მაგრამ რომლებიც დღეს ტელეეთერებიდან ყოველდღე, ხელახლა კლავენ გიორგი შაქარაშვილს და გულს გლეჯენ მის , ისედაც გულმკვდარ მშობლებს.

მოვუწოდებთ მთელს საზოგადოებას, ყველა დედას, ყველა მშობელს, ყველა შვილს, თუ ჩვენს ქვეყანას და ხალხს რაიმე ღირსება შეგვრჩა, რაიმე პერსპექტივა გაგვაჩნია, არ დავუშვათ ეს წარმოუდგენელი უმსგავსობა და დავანახოთ ადამიანური მოდგმის ყველაზე ბნელი და ბინძური მხარის ამ წარმომადგენლებს, რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, სადაც მათ ვინმე ასე მოქცევის უფლებას მისცემს.

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანადგომას გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და დარწმუნებული ვართ, ჩვენს საზოგადოებაში ისეთები ბევრად უფრო მეტი ადამიანი აღმოვჩნდებით, ვინც ამ ადამიანების ტკივილს გაიზიარებს, დაეხმარება მძიმე წუთების გადატანაში და არ დაუშვებს მათ მიმართ წარმოუდგენელ სიბინძურეს, ვიდრე პირიქით“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: გიორგი შაქარაშვილის საქმეია მეტრეველი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ივნისი 19, 2021
804
სამართალი

ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი

აპრილი 7, 2021
1k
მთავარი ამბავი

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო

მარტი 26, 2021
961

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია