“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, საარჩევნო კამპანია პარტიებმა აწარმოონ ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ, დაიცვან რეგულაციები და არჩევნების დღეს ამას ცესკო უზრუნველყოფს. აქ რისკები მინიმალურია”, – ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სახელმწიფო ყოველნაირად ცდილობს შემდეგს: დაიცვას ბალანსი, რომ არ შეფერხდეს პოლიტიკური პროცესები; არ გაჩერდეს ეკონომიკა, რადგან შესაძლოა, ამან დიდი ზიანი მოუტანოს ქვეყანას და ადამიანებს, რომლებიც ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობენ და ჩვენ რომ სრული ლოკდაუნი გამოვაცხადოთ, ისინი შეიძლება, შიმშილის პირას მივიდნენ და ასევე, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა კოვიდისგან მიყენებული ზიანი იყოს ნაკლები“, – განაცხადა მდინარაძემ.











