fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოვუწოდებ საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს ერთად იმუშაონ პარლამენტში – მარია ჯუფერევა-სკურატოვსკი

17:44 იანვარი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
791
ნახვა

მოვუწოდებ საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ სიღრმისეული მოლაპარაკებები, – ამის შესახებ ესტონელმა დეპუტატმა, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრმა, მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ ​ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

„ტინი კოქსის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ჩემი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, მოვუწოდებ საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ სიღრმისეული მოლაპარაკებები და განსაზღვრონ მათი შესაძლებლობები, რათა ერთად იმუშაონ პარლამენტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოიკოტი არ არის საუკეთესო გზა მოსახლეობის ინტერესების გამოხატვისთვის და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დასაცავად. მეორე, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მმართველი პარტიის ინიციატივას, რაც იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც არ შედიან პარლამენტში, საბიუჯეტო დაფინანსებისა და სხვა ბენეფიტების შეწყვეტას ითვალისწინებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამან შეიძლება, გამოიწვიოს პოლიტიკური სიტუაციის გაუარესება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. მესამე, ჩვენ მივესალმებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები უნდა შეისწავლოს. მეოთხე, ჩვენ მივესალმებით საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით გაიმართება და მეხუთე, ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ ტრადიციული ბიულეტენების სისტემასთან ერთად, განხილული იყოს ელექტრონული არჩევნების სისტემაც“,- განაცხადა მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ.

ცნობისთვის, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სხდომაზე საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხზე დებატები გაიმართა.

 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია