fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოვუწოდებთ პარტიებს, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ – ჰუბერტ ქნირში

17:55 მარტი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

„მოვუწოდებთ პარტიებს, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ“, – ამის შესახებ ელჩი ჰუბერტ ქნირში გერმანიაში მცხოვრები ქართველების წერილის საპასუხო ტექსტში საუბრობს.

„მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენთაგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში.

საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას.

ამიტომ პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ. გასულ წელს ფასილიტატორის რანგში ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, სადაც პარტიები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში.

რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენ პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“.

იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს გაგვაჩნია, ჩვენ მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად.

დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.

ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს“, – აცხადებს გერმანიის ელჩი.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შარლ მარშელთან ერთობლივი ოფიციალური შეხვედრა გამართა. სხდომის დასრულების შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მხარეები 6 პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ.

თეგები: ჰუბერტ ქნირში

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„დავაკვირდებით, თუ როგორ იცავს სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს“ – გერმანიის ელჩი

ივლისი 8, 2021
794
მთავარი ამბავი

არც ჩემი და არც სხვა ელჩების გადასაწყვეტი არ არის გაიმართება თუ არა პრაიდი – ჰუბერტ ქნირში

ივლისი 1, 2021
778
მთავარი ამბავი

ჰუბერტ ქნირში: ქვეყანას სჭირდება სასამართლო რეფორმა

ივლისი 1, 2021
769

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია