fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დიალოგის გზით იარონ და ეს გამოწვევა დაძლიონ – ევროპარლამენტარი

22:08 ნოემბერი 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
965
ნახვა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი არჩევნების შედეგებზე,  ოპოზიციაზე, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ კრიზისზე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში საუბრობს.

კუბილიუსი მხარეებს დიალოგის რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია დარღვევების საკმაოდ მაღალ ციფრებს ასახელებს, რომელსაც შესაძლოა, დიდი გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე.

“ვფიქრობ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი პრობლემა გახლავთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა – ოპოზიცია ჩივის, რომ არჩევნების პირველ ტურში ძალიან ბევრი დარღვევები იყო.

ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს ვაკვირდებით. მათ განაცხადეს, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, მაგრამ ასევე იყო ბევრი დარღვევა.

იმედი გვაქვს, რომ დიალოგის ფორმატში, დაწყებული ცენტრალური კომისიის მუშაობით და გადათვლის სისტემით დამთავრებული, გასწორდება ეს დარღვევები, იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, რა იყო პირველი ტურის შედეგები.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დიალოგის გზით იარონ და ეს გამოწვევა დაძლიონ. მოვითხოვთ, ყველა დარღვევაზე რეაგირებას, შესწავლას.  განიხილონ ყველა საჩივარი, რომელზეც კითხვის ნიშნები იყო.

ისეთმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორიცაა “ისვედი“, განაცხადა, რომ დაახლოებით ოქმების 8 პროცენტში ამომრჩეველთა და ბიულეტენების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა და ოქმებში უზუსტობაა. ცდომილება 4%-ია. საქართველოში პროპორციული არჩევნების ნაწილში, ეს ძალიან დიდია. ამერიკაში 1 %-იც კი დიდ განსხვავებას ქმნის და ბევრი დისკუსიაც მოსდევს თან. საქართველოში თუ საარჩევნო შედეგების 4 პროცენტზეა საუბარი, ეს დიდ კითხვის ნიშანს ბადებს. ამიტომ, ყველა საჩივარი სერიოზულად უნდა განიხილონ. დიალოგის რეჟიმში უნდა იმსჯელონ ამ გამოწვევის დაძლევაზე.” – აცხადებს ევროპარლამენტარი.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიევროპარლამენტარები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა სრულად უნდა იქნას გამოძიებული – ევროპარლამენტარები

ივლისი 12, 2021
776
მთავარი ამბავი

ივლისი 6, 2021
779
მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია