დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 467 065 აცრა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 889 903 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.2%-ს შეადგენს.
10 სექტემბერს აიცრა 25 132 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია 577 162 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 20.2%-ს შეადგენს.











