ხანძარია ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ხანძრის შედეგად ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც “პრაიმტაიმნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
“საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით, ხარძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ წუთებში, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.”- აცხადებენ უწყებაში.
არსებულ საცხოვრებელ სახლში მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა.
როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებული აცხადებს, შემთხვევის დროს, სახლში არავინ იმყოფებოდა.
“ორი ბავშვი სოფელშია. შეშა დავჩეხე, კიბეებზე დავაწყვე და ორ შვილთან ერთად ნათლიასთან სტუმრად წავედით. რა მოხდა, ხანძარი საიდან გაჩნდა არ ვიცი.”- აცხადებს დაზარალებული.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შვიდი ბრიგადა და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











