fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს – წულუკიანი

16:31 მარტი 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
813
ნახვა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი სააგენტოში, ასევე სააგენტოს მიერ დაქირავებული ადამიანები მზად იყვნენ იმისთვის, რომ საზოგადოებას გასცენ მშვიდად პასუხი იმაზე თუ რა დაშავდა და რატომ დაშავდა.

„რაც შეეხება გელათის სამონასტრო კომპლექს, იქ კვლავ ჩადის თუ არა წყალი ეს კითხვა ეკუთნის ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც სახელად ჰქვია ძეგლთა დაცვის სააგენტოს. ჩვენ, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში მათ მუდმივად ამ და კიდევ ბევრ სხვა მწვავე კითხვას ვუსვამთ. ზოგ კითხვაზე არის კომპეტენტური და ადეკვატური პასუხი. ზოგ კითხვაზე არის არაადეკვატური რეაქციები ჯერ კიდევ. ამას სჭირდება გამოსწორება და თან სასწრაფოდ. იმიტომ, რომ 2008 წლიდან დღემდე მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ტიპის ექსპერიმენტი მიმდინარეობს სწორედ გელათზე. იმიტომ, რომ მოჭიქული კრამიტით გადახურვის ტრადიცია მრავალი საუკუნეა საქართველოს აღარ ჰქონია. მავანმა მოისურვა ამ ტრადიციის აღდგენა და აღდგენის შედეგად ერთ-ერთი პირველი გამოცდა, რომ გელათზე ჩაეტარებინათ. ეს მგონია, რომ არის დაუშვებული და გელათზე ყველა ტიპის ნოვაციების გამოცდა უნდა შეწყდეს. რაც შეეხება ფრესკებს, ფრესკები საკმაოდ მძიმედ არის უკვე დაზიანებული. ამაზე სააგენტომ კომპეტენტური პასუხი უნდა გაგვცეს და არა ემოციური და ხანდახან ისტერიულიც. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა ამ პასუხისმგებელი პირი სააგენტოში, ასევე სააგენტოს მიერ დაქირავებული ადამიანები მზად იყვნენ იმისთვის, რომ საზოგადოებას გასცენ მშვიდად პასუხი იმაზე თუ რა დაშავდა და რატომ დაშავდა. მაგრამ მთავარი მაინც არის, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ლამის 13 წლიანი, მრავალშრიანი და კომპლექსური პრობლემები. ეს ვერც ერთ და ვერც ორ თვეში ვერ გამოსწორდება, მაგრამ საკმაოდ სწარაფად უნდა გამოსწორდეს. იმიტომ, რომ გელათის გარეშე, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, არც ძლიერი საქართველო არსებობს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

თეგები: გელათის მონასტერი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გელათში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოებზე ასასვლელი არაუფლებამოსილი პირებისთვის იკეტება

მაისი 20, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია