საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი წერს.
„ყველასათვის საყვარელი ხირხალა გარდაიცვალა… საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა… სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და შემოქმედების დამფასებლებს…“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.








