დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოება უნდა მიეჩვიოს პირბადის ტარებას ისე, როგორც ცხვირსახოცი უდევს ჯიბეში.
„მივეჩვიოთ ისევე ცხოვრებას პირბადით, როგორც თითოეულ ჩვენგანს ცხვირსახოცი უდევს ჯიბეში. ეს დაგვჭირდება კიდევ სულ მცირე წელიწად-ნახევარი. იმიტომ, რომ კოვიდი არ გაქრება არსად, იქნება ჩვენთან ერთად, მსგავსად გრიპისა, კორონავირუსიც ალბათ, იქნება ხოლმე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, დღეს გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი, ასევე გარდაიცვალა 5 პაციენტი.











