პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მშენებლობის სექტორში ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი დღეიდან ამოქმედდება. ეს ეტაპი ეხება იპოთეკურ სესხებს, რომელსაც მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუფსიდირებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად მიმართულია იმ 25 ათასი მოქალაქის კეთილდღეობისთვის სრულად იქნება გარანტირებული და არცერთი დაწყებული პროექტი არ დარჩება დაუმთავრებელი“,- აღნიშნა პრემიერმა.
შეღავათები იპოთეკურ სესხზე, დევნილებისთვის და მშენებლობისთვის – ნახეთ, ყველა დეტალი











