კვირას გადაცემა „ჩათში” სტუმრად „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი იქნება. თემა ბავშვთა უფლებებია.
გადაცემის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ანონს უამრავი ნახვა და გამოხმაურება აქვს, რადგან პოლიტიკოსის შეხედულებებმა ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
„კიდევ კარგი, რომ ჯერ არ იცით(რა უფლებები გაქვთ), არასწორია, საერთოდ ბავშვებს უფლებები არ გაქვთ… იმ თემში თუ ზოგადად მიღებულია ბავშვების მიტყეპვა ტრაკოზე, ჩემი საქმე არ არის, მშობლის უფლებაა სცემოს ბავშვი”, – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.










