პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების დაგვიანების მიზეზი დოზების სათანადო რაოდენობის დეფიციტია.
„მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია. პრაქტიკულად მხოლოდ ისრაელს აქვს მაღალი მოცვა, ბრიტანეთს აქვს დაახლოებით 30%, აშშ-ს 22%, ევროკავშირს საშუალოდ 7%. სამწუხაროდ, წარმოებამ ისე გაფართოება ვერ მოახერხა, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. ამან შექმნა მკვეთრი დეფიციტი, მათ შორის COVAX-პლატფორმაზეც. COVAX-მა დაიწყო პირველ რიგში იმ ქვეყნების მომარაგება, რომლებიც არიან დონორული დახმარებით, ისინი ძალიან შეღავათიან ფასებში იღებენ (ვაქცინას), განსხვავებით იმ ქვეყნების ჯგუფისაგან, რომელშიც ჩვენ შევდივართ, რომლებიც თვითდაფინანსებით არიან და ფულს იხდიან ამ ვაქცინებში. ყველა მოუთმენლად ველით, როდის მოახერხებს COVAX-ი ვაქცინების მოწოდებას. ამავე დროს გრძელდება პირდაპირი მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებელთან, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს საკმარისი დოზები“, – განაცხადა იმნაძემ.











