fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მსოფლიო პატრიარქი: აცრა აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოყვასის გამოც 

22:31 მაისი 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
774
ნახვა

ძველი აღთქმა გვასწავლის, რომ პატივი უნდა მივაგოთ ექიმებს, რადგან ისინი ღმრთის თანამოღვაწენი არიან; რომ მათი მსახურება მეტია, ვიდრე პროფესია”, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოს პირველმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი თარგამაძესთან საუბრისას ბართლომეოსმა 2016 წლის კრეტას მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ისაუბრა.

„დადებითად ვისაუბრეთ მეცნიერების მიღწევებსა და სიკეთეზე, თუმცა, არც ის უგულებელგვიყვია, რომ თანამედროვე ეპოქაში უკიდურესობამ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში შეიძლება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, ჩვენ, ქრისტიანებს გვევალება, ვიცოდეთ და გავავლოთ საზღვარი მეცნიერების დადებით მონაპოვარსა და უარყოფით გამოვლინებას შორის.

რამდენიმე წლის წინ სამსჯელო საკითხად იქცა კლონირება, რაც მეცნიერების უარყოფით მიღწევად ითვლება და მის მიმართ, ცხადია, თავშკავებულები უნდა ვიყოთ.

მაგრამ, დღეს, პანდემიის პირობებში, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ მედიცინის მუშაკთა რჩევები, მათი ფასდაუდებელი მსახურება და თავდადება და გამოვთქვათ კიდევაც მადლიერება მათ მიმართ. ისინი ხომ ავადმყოფებთან ერთად იტანჯებიან, ღამეებს ათენებენ, დღეებისა და კვირების განმავლობაში ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ.

რაც შეეხება აცრას, ის აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოყვასის გამოც. ვინაიდან აცრა მხოლოდ ჩენ კი არ გვიცავს, არამედ აბრკოლებს პანდემიის გავრცელებას. ამიტომ თავიც უნდა დავიცვათ და სხვაც დავიცვათ. ეს სოლიდარობისა და მხარდაჭერის საკითხია.

თუ საკუთარი ჯანმრთელობასთან ერთად ძმის ჯანმრთელობაზეც არ ვიზრუნებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ გვიყვარს. ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას არც ღმერთი უყვარს, ამას გვასწავლის ახალი აღთქმა, იოანე მახარებელი, რომელიც უფლის საყვარელი მოწაფეა, გვეუბნება, რომ მას ვისაც არ უყვარს საკუთარი ძმა, რომელსაც ყოველდღე ხედავს, არ შეიძლება უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“, – განაცხადა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა.

თეგები: მსოფლიო პატრიარქი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

მსოფლიო პატრიარქი საავადმყოფოშია გადაყვანილი – ნახეთ როგორია ბართლომეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

დეკემბერი 26, 2021
795
მსოფლიო

მსოფლიო პატრიარქმა კოვიდის ვაქცინა გაიკეთა

იანვარი 28, 2021
839
მსოფლიო

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე ქართულადაც გამოაქვეყნა

დეკემბერი 24, 2020
945

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია