მსოფლიო ტურისტული ადგილების 32%-ი მოგზაურებისთვის დახურულია,- ამის შესახებ გაეროს ტურიზმის ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„მსოფლიო ტურისტული ადგილების 1/3 საერთაშორისო ტურისტებისთვის, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, დახურულია“,- ნათქვამია ანგარიშში.
2020 წლის მაისში პანდემიის გამო მსოფლიო მასშტაბით ტურისტული ადგილების 75%-ი დახურული იყო.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ერთი მილიარდით (74%-ით) შემცირდა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსით 117 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.











