ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2,8 მილიონით გაიზარდა.
ამასთან, ბოლო შვიდ დღეში Covid-19-ით თითქმის 40 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე სწრაფი ამჟამად ევროპაშია, სადაც გასული კვირის განმავლობაში გლობალური მასშტაბით აღრიცხული შემთხვევების დაახლოებით 456 პროცენტი გამოვლინდა. კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში.











