მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 48 008 175 შემთხვევა გამოვლინდა, 1 224 415 ადამიანი გარდაიცვალა, 31 832 864 კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 9 480 292 შემთხვევაა გამოვლენილი და 233 633 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ინდოეთი – 8 313 876, მესამეზე კი ბრაზილია – 5 590 025.