მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 64 015 351 შემთხვევა გამოვლინდა, 1 483 676 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41 175 362 – გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











