მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 93 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 93 158 547 შემთხვევა გამოვლინდა, 1 995 273 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 51 421 906 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით კი, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა.











