მსოფლიოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა. ყველა ქვეყნის მასშტაბით, დაინფიცირდა 30 036 868 ადამიანი. მათგან გარდაიცვალა 945 092, ხოლო გამოჯანმრთელდა 21 804 030.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რეკორდულად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა ინდოეთში, სადაც 2360 შემთხვევა დაფიქსირდა და მექსიკაში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები 4 444-ით გაიზარდა.











