მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 40 მილიონზე მეტია.
მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 58 028 424 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 40 209 529 და დაიღუპა 1 380 082 ადამიანი.
ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 16.4 მილიონს აჭარბებს.
ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ, ინდოეთი და ბრაზილია ლიდერობს.











