მსოფლიოში Covid-19-is მსხვერპლთა რიცხვმა მილიონ ასი ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
არსებული მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში „კოვიდ-19“ უკვე 39 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
მსოფლიო მასშტაბით ინფიცირების შემთხვევებისა და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-შია. ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე ინდოეთია, რომელიც აშშ-ს დაახლოებით 600 000 შემთხვევით ჩამორჩება.
აშშ-ის შემდეგ კორონავირუსულ ინფექციას ყველაზე მეტი ადამიანი ბრაზილიაში ემსხვერპლა. ბრაზილიაში „კოვიდი19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 150 000-ს აჭარბებს.











