Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 152 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის 152,888,572 შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდს 3,208,190 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 130,181,383-ს შეადგენს.











