Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 179 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის 179,260,314 შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდს 3,882,123 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 163,828,612-ს შეადგენს.











