Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 180 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის 180,002,810 შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდს 3,899,871 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164,763,501-ს შეადგენს.











