ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 28,054,396-ს შეადგენს. ვირუსის შედეგად 907 980 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 19 004 937 – გამოჯანმრთელდა.