worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 108 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 378 824 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 80 მილიონს გადააჭარბა.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.











