worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რიცხვმა 116 მილიონს გადააჭარბა.
ამასთან, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 580 827 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 91 878 930-ია.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი- ბრაზილია იკავებს.











