Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 170 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის 170,636,082 შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდს 3,548,814 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 152,616,882-ს შეადგენს.











