worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 183 მილიონს გადააჭარბა.
სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.9 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 167 მილიონზე მეტი ადამიანი.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 34.5 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.











