მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 57 231 672 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 39 720 727 და დაიღუპა 1 365 461ადამიანი.
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება (12 მილიონი). მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს ( 9 მილიონი შემთხვევა), მესამეზე კი ბრაზილიაა 5.9 მილიონი ინფიცირებულით.
ამასთან, მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია ქვეყნებში: საფრანგეთი, რუსეთი, ესპანეთი, გაერთიანებულ სამეფო, არგენტინა, იტალია, კოლუმბია და მექსიკა.











