მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით ინფიცირების 65 528 133 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 45 371 073 ადამიანი, 1 511 726 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 18 645 334 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს კი ბრაზილია.











