მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 1.6 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 54 მილიონზე მეტი ადამიანი. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











