მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 85 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით 1 850 243 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 60 444 458-ია.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











