მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 99 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 99 105 389 შემთხვევა გამოვლინდა, 2 127 206 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 54 661 143 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს ინდოეთი, ხოლო მესამე ბრაზილია იკავებს.











