Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის 120,057,544 შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდს 2,659,831 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 96,589,261-ს შეადგენს.











